,, არა ნარკომანიას"


პროექტის სახელწოდება: ,, არა ნარკომანიას"
პროექტის  აქტუალობა:  ნარკომანია მთელს მსოფლიოში გავრცელებულია. იგი თითქმის ყველა ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს, ეს თანამედროვე სოციალური პრობლემაა. საზოგადოების ნაწილს მიაჩნიათ, რომ ნარკომანია დანაშაულია, ნაწილს კი ავადმყოფობა . თუმცა ნარკომანთა რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. ნარკომანია გავრცელებულია  25-30 წლის მამაკაცებში. ძირითად  მიზეზებად ცნობისმოყვარეობა, ცუდი გარემო და სამეგობრო წრის ზეგავლენა სახელდება.



პროექტში მონაწილენი: ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, თემი.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 დღე.
პროექტის მიზნები:    ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილება . ყურადღების გამახვილება იმ მავნე შედეგებზე , რაც ნარკოტიკების მოხმარებას მოაქვს.
 ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
*  იყოს კანონმორჩილი. განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები, კონსტრუქციული ნამშრომლობა.
* ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
* კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
პროექტის ამოცანები:
         1. მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმოს შეხვედრები და განხორციელდეს პროექტის გაცნობა.
2. რესურსების მოძიება, ორგანიზება, საკანცელარიო ნივთები, ფლიფჩარტები, მარკერები.
3. შეირჩეს სამუშაო ფართი და მოეწყოს საჭიროებისამებრ (ოთახის გამოყოფა, კომპიუტერისა და პროექტორის განთავსება).
4. მინი ლექცია სამოქალაქო მასწავლებელმა ჩაატარა თემაზე -,,არა ნარკოტიკს"
5.ვიდეო ფილმის ჩვენება.
6.პრეზენტაცია
7. საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად ბუკლეტებისა და ბანერების დამზადება.
8. მონიტორინგი და შეფასება
  
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, სკოლის ადმინისრტაციასთან, მშობლებთან და თემთან. იმოქმედებენ გეგმის მიხედვით. შეაფასებენ საკუთარი როლის ეფექტიანობასა და პტოდუქტულობას.

ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, დამრიგებლები, აიტ.მენეჯერი, მშობლები, თემი.
მატერიალური რესურსი: - პროეტორი -1, ტელევიზორი -ეკრანი -3,  ნოუთბუქი-1, ქაღალდი /ალექსანდროვის/-10 ცალი, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
·          პროექტის ხელმძღვანელი ჩაატარებს მინი ლექციას თემაზე ,,არა ნარკოტიკს"   და მის მნიშვნელობაზე
·         ვიდეო-ფილმის ჩვენება
·         მოსწავლეთა გამოკითხვა ნაჩვენები ვიდეო ფილმის შესახებ
-რა მიზანს ისახავდა ფილმის  ჩვენება?
- როგორ შეიძლება იქნას თავიდან აცილებული  ნარკომანია?
-რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს  ნარკოტიკმა?
·         მოხდება რესურსების მოძიება - ორგანიზება.
·         პროექტის ხელმძღვანელის მიერ მოხდება სამუშაო ფართის შერჩევა, პროექტისთვის სასურველი მიზნის შესაბამისად.
·         მოსწავლეები დაიყოფიან ჯუფებად.
·         პირველი ჯგუფი დაამზადებს და გაავრცელებს  კამპანიის საწარმოებელ  ბუკლეტებს .
·         მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ნარკომანიის მაგალითების შესახებ.
·         პროექტის ხელმძღვანელთან ერთად დაგეგმავენ შეხვედრას თემთან.
ხელისშემშლელი ფაქტორები: ინტერნეტი, ურთიერთობა თემთან.
პროექტის შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას და დახარისხებას , საკუთარი აზრის არგუმენტირებასა და სხვისი აზრის პატივისცემას.
პროექტის ხელმძღვანელი: ინეზა ჩოჩია
ბიუჯეტი:სკოლის ბაზა
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი


სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით
სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობა
ვადები/თარიღი
პასუხისმგებელი პირი
1.
მინი ლექცია   ,, არა ნარკოტიკს"
7.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
2.
ვიდეო-ფილმის ჩვენება
8.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
3
სამუშაო ფართის შერჩევა და მოწყობა საჭიროებისამებრ
10.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
4
ფილმის მოძიება ინტერნეტში-გუგლის საშუალებით
13.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
5.
ბუკლეტებისა და ბანერების  დამზადება საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად.
15.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
6
პრეზენტაცია ,,არა ნარკოტიკს"
17.05.2019.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
7
შეფასება
20.05.2019.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
8
მონიტორინგი
21.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი




შეფასება
პროექტის მონიტორინგ
პროექტის მონიტორინგისათვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიგატორები
თარიღი
ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციას, ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების, სხვადასსხვა წყაროების სანდოობას,

შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
მათ მიერ მოძიებულ იფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს

ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის

ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს
ვაკვირდებით მოსწალეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს

იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს


პროექტის განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მონაწილეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი, იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე



პროექტის ბიუჯეტი
ოთხი შეხვედრისათვის, კომპიუტერი,                სკოლის წილი
 პროექტორი, საკანცელარიო მასალა.
სტუმრის მოწვევის ხარჯები                                   სკოლის წილი
სამუშაო გეგმა

No comments:

Post a Comment