,, ჩავანაცვლოთ ბულინგი მეგობრობით"




პროექტის სახელწოდება: ,, ავანაცვლოთ  ბულინგი მეგობრობით"
პროექტის  აქტუალობა:  ბულინგი აქტუალური პრობლემაა. ეს ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის ფორმაა , რომელიც არის გავრცელებულია და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში , ჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება. ბულინგი გვხვდება ბავშვებს შორის, თემში, ნებისმიერი საზოგადოების ადამიანებს შორის. ბულინგის აღმოფხვრის გზაა- ცნობიერების შეცვლა ზნეობრივი ამაღლების გზით.
პროექტში მონაწილენი: ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, თემი.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 დღე.
პროექტის მიზნები:    ამ პროექტის მიზანია  დიალოგის გამართვა  საზოგადოებასთან              (მოსწავლეებთან , თემთან , მასწავლებლებთან) და ამოცანების დასახვა.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
*  იყოს კანონმორჩილი. განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები, კონსტრუქციული ნამშრომლობა.
* ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
* კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
პროექტის ამოცანები:
         1. მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმოს შეხვედრები და განხორციელდეს პროექტის გაცნობა.
2. რესურსების მოძიება, ორგანიზება, საკანცელარიო ნივთები, ფლიფჩარტები, მარკერები.
3. შეირჩეს სამუშაო ფართი და მოეწყოს საჭიროებისამებრ (ოთახის გამოყოფა, კომპიუტერისა და პროექტორის განთავსება).
4. მინი ლექცია სამოქალაქო მასწავლებელმა ჩაატარა თემაზე -არა ბულინგს
5.ვიდეო ფილმის ჩვენება.
6.პრეზენტაცია
7. საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად ბუკლეტებისა და ბანერების დამზადება.
8. მონიტორინგი და შეფასება
  
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, სკოლის ადმინისრტაციასთან, მშობლებთან და თემთან. იმოქმედებენ გეგმის მიხედვით. შეაფასებენ საკუთარი როლის ეფექტიანობასა და პროდუქტულობას.

ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, დამრიგებლები, აიტ.მენეჯერი, მშობლები, თემი.
მატერიალური რესურსი: - პროეტორი -1, ტელევიზორი -ეკრანი -3,  ნოუთბუქი-1, ქაღალდი /ალექსანდროვის/-10 ცალი, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
·          პროექტის ხელმძღვანელი ჩაატარებს მინი ლექციას თემაზე - ბულინგსა  და მის მნიშვნელობაზე
·         ვიდეო-ფილმის ჩვენება
·         მოსწავლეთა გამოკითხვა ნაჩვენები ვიდეო ფილმის შესახებ
-რა მიზანს ისახავდა ფილმის  ჩვენება?
- როგორ შეიძლება იქნას თავიდან აცილებული  ძალადობა?
-რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს  ძალადობამ?
·         მოხდება რესურსების მოძიება - ორგანიზება.
·         პროექტის ხელმძღვანელის მიერ მოხდება სამუშაო ფართის შერჩევა, პროექტისთვის სასურველი მიზნის შესაბამისად.
·         მოსწავლეები დაიყოფიან ჯუფებად.
·         პირველი ჯგუფი დაამზადებს და გაავრცელებს  კამპანიის საწარმოებელ  ბუკლეტებს .
·         მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ბულინგის მაგალითების შესახებ.
·         პროექტის ხელმძღვანელთან ერთად დაგეგმავენ შეხვედრას თემთან.
ხელისშემშლელი ფაქტორები: ინტერნეტი, ურთიერთობა თემთან.
პროექტის შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას და დახარისხებას , საკუთარი აზრის არგუმენტირებასა და სხვისი აზრის პატივისცემას.
პროექტის ხელმძღვანელი: ინეზა ჩოჩია
ბიუჯეტი: სკოლის ბაზა
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი


სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით
სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობა
ვადები/თარიღი
პასუხისმგებელი პირი







1.
·         მინი ლექციას თემაზე ბულინგსა  და მის მნიშვნელობაზე
20.09.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
2.
ვიდეო ფილმის ჩვენება
23.09.2019
პროექტის ხელმძღვანელი
3
დისკუსია ვიდეო ფილმის შესახებ
24.09.2019
მასწავლებელი
4
სამუშაო ფართის შერჩევა და მოწყობა საჭიროებისამებრ
26.09.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
5
სამუშაოს გადანაწილება სურვილისა და ინტერესის მიხედვით
30.09.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
6
ბუკლეტების დამზადება საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად
01.10.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
7
პრეზენტაცია
,, ავანაცვლოთ  ბულინგი მეგობრობით"
02.10.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
8
შეფასება
03.10.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
9
მონიტორინგი
04.10.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი




შეფასება
პროექტის მონიტორინგ
პროექტის მონიტორინგისათვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიგატორები
თარიღი
ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციას, ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების, სხვადასსხვა წყაროების სანდოობას,

შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
მათ მიერ მოძიებულ იფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს

ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის

ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს
ვაკვირდებით მოსწალეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს

იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს


პროექტის განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მონაწილეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი, იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე



პროექტის ბიუჯეტი
ოთხი შეხვედრისათვის, კომპიუტერი,                სკოლის წილი
 პროექტორი, საკანცელარიო მასალა.
                           

No comments:

Post a Comment