,,სუფთა გარემო"







პროექტის სახელწოდება:  ,,სუფთა გარემო"
პროექტის  აქტუალობა: პროექტი ეხება გარემოს დაცვასა და უსაფრთხოებას. გარემოს დაცვა მთელს მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა, რადგან დღეს, ყველა შეგნებულ ადამიანს გააზრებული აქვს,ის, რომ სუფთა გარემო, ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის ჯანსაღი მომავალია. პროექტის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან და გაიაზრებენ, თუ რა საფრთხეს იწვევს დაბინძურებული გარემო, დაათვალიერებენ მათ ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიას, შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას რა ღონისძიებები იქნას გატარებული სუფთა გარემოს შესაქმნელად.
პროექტში მონაწილენი: ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, თემი.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 დღე.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გააცნობიერებენ სუფთა გარემოს მნიშვნელობას. მოსწავლეები შეძლებენ გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული შედეგების განსაზღვრას. გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი
) იყოს კანონმორჩილი. განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები, კონსტრუქციული ნამშრომლობა.
) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
. კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
პროექტის ამოცანები:
         1. მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმოს შეხვედრები და განხორციელდეს პროექტის გაცნობა.
2. რესურსების მოძიება, ორგანიზება, საკანცელარიო ნივთები, ფლიფჩარტები, მარკერები, სამუშაო იარაღი.
3. შეირჩეს სამუშაო ფართი და მოეწყოს საჭიროებისამებრ (ოთახის გამოყოფა, კომპიუტერისა და პროექტორის განთავსება).
4. ვიდეო-ფილმის ჩვენება.
5. საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად ბუკლეტებისა და ბანერების დამზადება.
6. სოფლის დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავების მოხალისე ჯგუფების შექმნა.
7. დასუფთავების დღის დაგეგმვა და განხორციელება.
8. მონიტორინგი და შეფასება.  
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, სკოლის ადმინისრტაციასთან, მშობლებთან და თემთან. იმოქმედებენ გეგმის მიხედვით. შეაფასებენ საკუთარი როლის ეფექტიანობასა და პროდუქტულობას.

ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, დამრიგებლები, აიტ.მენეჯერი, მშობლები, თემი.
მატერიალური რესურსი: - პროეტორი -1, ტელევიზორი -ეკრანი -3,  ნოუთბუქი-1, ქაღალდი /ალექსანდროვის/-10 ცალი, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან,პოლიეთილენის პარკები,ხელთათმანები,ნიჩაბი.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
აქტივობა 1
მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ, რონ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ის, რაც მათ აღარ სჭირდებათ - ნარჩენები. თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზე პროექტზე მუშაობა. შევიმუშავეთ სამუაო გეგმა შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდებიან  აქტიური მოსწავლეები.

შევთავაზე აქტივობა ექსკურსია გარემოში ბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ უპასუხეს კითხვებზე და გააკეთეს ჩანაწერები.


1. როგორი გარემოა?
2. როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
3. სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?

აქტივობა  2

დისკუსია
წარვმართეთ დისკუსია შემდეგ კითხვებზე:
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ადამიანისათვის?
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ცხოველებისათვის?
როგორ გგონიათ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ჰაერის წყლის და საერთოდ გარემოს დანაგვიანება?
- არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
- პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?
- როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?


დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახში გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და გააკათეს ნახატი სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესახებ, რომელზეც ნათლად ჩანდა ის გარემო პირობები თუ როგორ იქმნება სუფთა და დანაგვიანებული გარემო.


ჯგუფის ყველა წევრმა მონაწილეობა მიიღო ნამუშევრის პრეზენტაციაში დროის ლიმიტის დაცვით.

აქტივობა 3

შეხვდნენ დაწყებითი კლასის  მოსწავლეებს, დაურიგეს მათთვის სპეციალურად გამზადებულ  და შეფუთული  ტკბილეულ. სთხოვეს შეეჭამათ, დააკვირდნენ სად დაყრიდნენ ტკბილეულის  ნარჩენებს. გამართეს მცირე დისკუსია ბავშვებთან - როგორ ბინძურდება ჩვენი გარემო? დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უნდა გაეაზრებინათ რომ დანაგვიანება ხდება ნარჩენებით. საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ იმუშავეს დამოუკიდებლად სამუშაო რვეულებში სადაც დანაგვიანების ამსახველი ფოტოებია მოცემული.

აქტივობა  4

მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილინის პარკების გამოყენებით დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია და შეგროვებული ნაგავი მოათავსეს ნაგვის ურნაში, თან იმსჯელეს რა გაიგეს ახალი? რატომ გამოიყენეს ხელთათმანი?
წინა გაკვეთილზე შექმნილი პლაკატები კი სისუთავის დაცვის მიზნით გააკრეს საკლასო ოთახში, დერეფანში და სკოლის ეზოში, ამ ფორმით მათ შეძლეს თანატოლებისთვის გაეცნოთ თუ როგორ უნდაც დაიცვან გარემო.

აქტივობა 5
შეაჯამე მოსწავლეების მიღებულ ცოდნა და გამოცდილება. ვიდეოს ჩვენებით, კიდევ ერთხელ განვუმარტე მოსწავლეებს, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს გარემოს სხვადასხვა სახით დანაგვიანებას.

მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა იმუშავა კედლის გაზეთის დავიცვათ გარემოს მოზადებაზე, ხოლო მეორე ჯგუფმა კი გადაღებული სურათებით პროგრამა Pover Point-ში მოამზადა პრეზენტაცია.

აქტივობა 6
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგნეს საბოლოო პრუდუქტი-პრეზენტაცია.

ხელისშემშლელი ფაქტორები: ინტერნეტი, ურთიერთობა თემთან.
პროექტის შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას და დახარისხებას , საკუთარი აზრის არგუმენტირებასა და სხვისი აზრის პატივისცემას.
პროექტის ხელმძღვანელი: ინეზა ჩოჩია
ბიუჯეტი:სკოლის ბაზა
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი


სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით
სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობა
ვადები/თარიღი
პასუხისმგებელი პირი
1.
ცოდნის გააქტიურება. მინი ლექცია
24.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
2.
,,ექსკურსია გარემოში"
27.05.2019.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
3
მცირე  დისკუსია ბავშვებთან-როგორ ბინძურდება ჩვენი გარემო?
29.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
4
სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიის დაასუფთავება
31.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
5.
ცოდნის შეჯამება
4.06.2019.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
6
პრეზენტაცია
6.06.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
7
მონიტორინგი
7.06.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი


შეფასება
პროექტის მონიტორინგ
პროექტის მონიტორინგისათვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიგატორები
თარიღი
ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციას, ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების, სხვადასსხვა წყაროების სანდოობას,

შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
მათ მიერ მოძიებულ იფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს

ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის

ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს
ვაკვირდებით მოსწალეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს

იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს


პროექტის განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მონაწილეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი, იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე



პროექტის ბიუჯეტი
ოთხი შეხვედრისათვის, კომპიუტერი,                სკოლის წილი
 პროექტორი, საკანცელარიო მასალა.


No comments:

Post a Comment